ბათუმს მალე ახალი რკინიგზის სადგური ექნება. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და რამდენიმე თვეში დასრულდება.
დიმიტრიადის ქუჩაზე არსებული კომპლექსი 23 000 კვმ ტერიტორიას მოიცავს. შენობის ზედა სართულებზე სავაჭრო ცენტრის - მაღაზიების, სწრაფი კვების ობიექტების და რესტორნების, საბანკო სერვისისა და გასართობი ცენტრების გახსნაა დაგეგმილი.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რკინიგზის სადგური ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულზე - 1000 კვმ ფართობზე განთავსდება, მგზავრთა დარბაზით, სერვისცენტრებითა და სალაროებით.
ამავე ტერიტორიაზე იგეგმება ახალი ავტოსადგურის განთავსებაც, საიდანაც შესრულდება როგორც საქალაქთაშორისო, ასევე საერთაშორისო რეისები.
კომპლექსის მშენებლობისთვის კომპანია ,,Georgia Inn" 8 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. შენობის გახსნა ტურისტული სეზონისთვის იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები