რუსეთმა შეშფოთება გამოხატა ესტონეთში რუსი ეროვნების ადამიანებისადმი დამოკიდებულების გამო. განცხადება ამის შესახებ გაეროს ადამიანთა უფლებების შესახებ საბჭოში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა გაკეთა და უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე მიანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია „როიტერზე" დაყრდნობით ავრცელებს.
„მეტყველება არ უნდა იყოს ინსტრუმენტი ჯგუფების გაყოფისა და იზოლაციისათვის",_ განაცხადა რუსმა დიპლომატმა, ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საბჭოს სხდომის შემდეგ.
სხდომის პროტოკოლის მიხედვით, რუსმა დიპლომატმა, რომლის ვინაობა არ ხმაურდება ასევე განაცხადა, რომ „რუსეთის სრულად ემხრობა ენობრივი უმცირესობების უფლებების დაცვას".
„რუსეთი შეშფოთებულია იმ ნაბიჯებით, რომლებიც ხორციელდება ამ მიმართულებით ესტონეთში ისევე როგორც უკრაინაში", _ დასძინა რუსეთის წარმომადგენელმა.