„ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ საქართველოს ფრაგმენტიზაციის საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს, ვინაიდან ახლანდელ პირობებში ეს არის ერთადერთი საშუალება არ იქნეს დაშვებული მეზობელი სახელმწიფოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია",_ აცხადებს რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იანა ამელინა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავცელებს.
„ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინაში განვითარევბული მოვლენები, ამის შემდეგ კი ყირიმის შესვლა რუსეთის შემადგენლობაში წყალგამყოფი გახდა რუსეთის სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორებსა და მტრებს შორის.
ოსებმა, კავკასიონის ქედს ორივე მხარეს სიტყვითაც და საქმითაც პრორუსული პოზიცია დაიკავეს. ანალოგიური პოზიცია, მართალია მცირედი განმასხვავებელი ნიუანსებით დაიკავა აფხაზეთმაც.
საქართველომ კი, რომლის სტრატეგიული ამოცანა „ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენაა უკრაინის მოვლენებზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისაგან განსხვავებული პოზიცია დაიკავა. საქართველოს ხელისუფლებამ იმთავითვე მხარი დაუჭირა „მაიდანს" შემდეგ კი უკრაინის არალეგიტიმურ ხელისუფლებას",_ წერს ამელინა იქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებულ თბილისურ მარგინალურ-პრორუსულ სეგმენტშიც კი არ გაჟღერებულა ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭრა მოსკოვის ქმედებების მიმართ.
„ქართული მედიის უმრავლესობა, ბლოგერები და სხვა „საზოგადო მოღვაწეები" აქტიურრად უჭერდნენ რა მხარს „მაიდანს" აღშფოთებას გმოხატავდნენ „რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული აგრესიული პოლიტიკის გამო". გულღრძოდ უხაროდათ და იმედოვნებდდნენ, რომ სანქციების დაწესებით შეშინებული მოსკოვი უკან დაიხევდა - ვერ ეღირსნენ და ახლა დაბნეულნი არიან, ვინაიდან ცხადია, რომ ყირიმის რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსეთის ფედერაციის კავკასიური პოლიტიკა, დიდი ალბათობით კი რეგიონის მთლიანი პოლიტიკური რუკა გადაიხედება",_ წერს ამელინა და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება უკვე მოახდინა და მას „შესაძლოა უკვე სექტემბერში ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაც კი მიანიჭონ".
ამელინა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ნატოს წევრობა რუსეთისათის მიუღებელია და „ამასთან დაკავშირებით, დღის წესრიგში დგება საკითხი ამ სახელმწიფოს არსებობის შესახებ მისი ახლანდელი სახით".
მისივე თქმით, რეგიონალური, კერძოდ, რუსულ-თურქული და რუსულ-ირანული თანამშრომლობის აქტივიზაცია, რომელიც სხვა რაღაცეების გარდა უკვე არსებული სატრანსპორტო დერეფნებისა და ახლების გაჭრას ითვალისწინებს, რომლებიც რუსეთს თურქეთსა და ირანთან აერებს რეგიონში გავლენის ზრდის სულ იუფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება.
„ამ გეგმების რეალიზაცია ოფიციალური თბილსის მიერ დაკავებული არაკონსტრუქციული პოზიციის გამო ფერხდება. საქართველო ხომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნაზეც კი უარს ამბობს, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მას დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარება მოუწევს.
ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგებლობაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფოს შემდგომი ფრაგმენტიზაციის საკითხი განსაკურებულ აქტუალობას იძენს. ტყუილად როდი შიშობენ თბილისში, რომ ყირიმის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ მოსკოვი „საქართველოს მიმართულებით შემოტრიალდება" და დაასრულებს იმას, რაც 2008 წელს ბოლომდე ვერ მიიყვანა: საქართველოს ოკუპაციას და იქ მარიონეტული რეჟიმის შექმნა. ვინაიდან, ახლანდელი პირობებში ეს არის ერთადერთი საშუალება არ იქნეს დაშვებული მეზობელი სახელმწიფოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია - მსგავსი ვარიანტი ხდება ძირითადი საქართველოს მიმართ რუსეთის სტრატეგიის განსაზღვრისა",_ წერს იანა ამელინა.