საქართველოში აშში-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ამსახველი ფოტომასალის გავრცელებას ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ საქართველოს მთავრობა აშშ-ს დახმარების თხოვნით მიმართავს აღნიშნულ საკითხს განიხილავენ.
"ეს არის მიმდინარე გამოძიება და როგორც ყოველთვის, ასეთ შემთხვევებში ჩვენ უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია, საგამოძიებო სტრუქტურებმა უზრუნველყონ მართლმსაჯულების მაღალი ხარისხი და კანონის უზენაესობა. ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, როდესაც ეს მოხდა, საქართველოს მთავრობამ ამერიკის მთავრობას დახმარებასთან დაკავშირებით მიმართა, თუ ასეთი თხოვნით ახლაც მოგვმართავენ, ამას აუცილებლად განვიხილავთ", - განაცხადა ნორლანდმა.