გერმანიის კანცლერი ანგელა მარკელი აცხადებს, რომ ახლანდელი პირობებში „დიდი რვიანი" უკვე აღარ არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში ევროკავშირი და „დიდი შვიდეული" გამოაცხადებენ კონკრეტული ცვლილებების შესახებ რუსეთთან ურთიერთობებში ყირიმის მიერთების გამო.
„ეს ცხადია, მანამ ვიდრე არ არსებობს პოლიტიკური პირობები - ისე როგორც ახლა - ისეთი მნიშვნელოვანი ფორმატისათვის როგორიც არის „დიდი რვიანი", თავად „დიდი რვიანი" არ არსებობს - არც სამიტი და არც ფორმატი, როგორც ასეთი",_ განაცხადა მერკელმა ბუნდესტაგში გამოსვლისას.
მერკელმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს გააფართოებს, გაფართოვდება ადამიანების წრე, რომლებიც ყირიმის კრიზისთან არიან დაკავშირებულნი და მათ ევროკავშირში შესვლა აეკრძალებათ, ასევე გაიყინება მათი საბანკო ანგარიშები.