2013 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 7 674,4 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 7,1 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი შემცირდა 0,4 პროცენტით.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,8 პროცენტი) და მრეწველობა (17,7 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს სახელმწიფო მმართველობა (11,7 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,8 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,4 პროცენტი).
ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა (20,6 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (19,6 პროცენტი), ტრანსპორტი (14,7 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (12,3 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (11,3 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (10,8 პროცენტი), განათლება (9,2 პროცენტი), ვაჭრობა (7,4 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (6,6 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (6,5 პროცენტი),
კლება დაფიქსირდა მშენებლობაში (3,2 პროცენტი) და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში (2,2 პროცენტი).
მასალის გამოყენების პირობები