ავიაკომპანია „ეარკავკასუსმა" თბილისი-ერბილის (ერაყი) მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო. როგორც ცნობილია, „ეარკავკასუსი" ქართული და სინგაპურული ინვესტიციით შექმნილი კომპანიაა, რომელიც ავიაბაზარზე რეგულარულ რეისებს "Boeing MD83" კლასის თვითმფრინავებით განახორციელებს.
საწყის ეტაპზე რეგულარული რეისები განხორციელდება თბილისი-ერბილი, თბილისი - ბაღდადი, თბილისი - აქტაუ, თბილისი - მინსკი, თბილისი - თელავივის მიმართულებებით.
ავიაკომპანია უახლოეს მომავალში რეგულაული რეისების გეოგრაფიის გაზრდას აპირებს.
„From Georgia with love"- „ეარკავკასუსის" მენეჯმენტი ამ სლოგანით საკუთარ კლიენტებს ბიზნეს და ეკონომ კლასებისთვის მაქსიმალურ სერვისს და კომფორტულ მგზავრობას სთავაზობს.
„ეარკავკასუსში" მიიჩნევენ, რომ ქართულ ავიაბაზარზე ახალი სუბიექტის გამოჩენა ჯანსაღი კონკურენციის პირობებს შექმნის და ქვეყანაში ტურისტთა ნაკადის შემოდინების გაზრდასაც შეუწყობს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები