თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე 2-წლიანი მორატორიუმი გამოცხადდება, ამ პერიოდის განმავლობაში კი თბილისის შემოვლითი რკინიგზის კვალიფიციური საპროექტო-საინჟინრო კვლევა განხორციელდება.
როგორც „საქართველოს რკინიგზის" მიერ 2013 წლის 5 აგვისტოს, გავრცელებულ ინფორმაციაში იყო აღნიშნული. თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება დაიწყო სპონტანურად, ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების გარეშე.
სს საქართველოს რკინიგზამ საკონსულტაციო კომპანიის MC Mobility მეშვეობით შეისწავლა პროექტის ამ ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები. რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ უარესდება როგორც საოპერაციო, ასევე მონაკვეთის მოვლა-შენახვის მაჩვენებლები; მცირდება გამტარუნარიანობა (სატრანზიტო სიმძლავრე). ამასთან, პროექტის ასეთი ფორმით განხორციელება იწვევს მაღალ ბიუჯეტიანი თანმდევი პროექტების განხორციელების აუცილებლობას, რაც გათვალისწინებული არ არის არსებული პროექტის ბიუჯეტში.
„კონტრაქტორის (ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს) მიერ ვერ იქნა დაცული მშენებლობის შესრულების ვადები; შედეგად, სამუშაოების დამთავრების თარიღისთვის (2013 წლის 8 ივნისი), კონტრაქტორს 18 თვიანი ჩამორჩენა ჰქონდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებლობას წარმოადგენს შემოვლითი რკინიგზის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება და მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების მინიმალიზაცია, რისთვისაც უნდა ჩატარდეს დამატებითი საპროექტო საინჟინრო კვლევები. მთავრობის უახლოეს სხდომა იმსჯელებს ხელშეკრულების ვადის 3 წლით გაგრძელების შესახებ.
რაც შეეხება სს „საქართველოს რკინიგზის" თბილისი - მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, მის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსჯგუფი".
საპროექტო გადაწყვეტილების მიხედვით, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბი (8350 მ.)წარმოადგენს ერთლიანდაგიან სარკინიგზო ხაზს მაშინ, როდესაც არსებული რკინიგზა ამ მონაკვეთზეორლიანდაგიანია. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ერთლიანდაგიანისარკინიგზო ხაზის შექმნით სატვირთო გამზიდუნარიანობა არათუ იზრდება, არამედ მნიშვნელოვნადიზღუდება. მშენებლობის ზედამხედველის მიერ (ILF Consulting Engineers) წარმოდგენილ იქნა წინადადებაპროექტის გაუმჯობესების თაობაზე, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, არსებულ პროექტში ძირეულიცვლილების განხორციელებით, კერძოდ, ქვიშხეთი-ზვარეს მონაკვეთზე მეორე გვირაბის მშენებლობით,სატვირთო გამზიდუნარიანობის 100 მილიონ ტონამდე გაზრდა; ამასთან მშენებლობისათვის გასაწევი ხარჯების1.6 მლნ. შვეიცარული ფრანკით დაზოგვა. ზემოხსენებული ცვლილებით ამაღლდება სატრანზიტო დერეფნისმდგრადობა, სარკინიგზო ხაზის უსაფრთხოება და გაიზრდება ტვირთის გამზიდუნარიანობა"- აღნიშნული იყო „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები