უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, გერმანია რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა.
ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის კომპანია Rheinmetall, რომელიც ევროპაში შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამხედრო მომზადების ცენტრის მშენებლობას და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებას შეუძლებლად მიიჩნევს.
კომპანია სამხედრო მომზადების ცენტრს მულინოში, ნიჟნი ნოვგოროდთან აშენებდა, რომელიც წელს უნდა ჩაებარებინა. ცენტრში გადამზადებას გაივლიდა ყოველწლიურად 30 ათასი სამხედრო მოსამსახურე. კონტრაქტის ღირებულება 100 მილიონი ევროა.
მასალის გამოყენების პირობები