აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამორიცხა აშშ-ის სამხედრო ჩარევა უკრაინაში და აღნიშნა, რომ თეთრი სახლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შექმნილ ვითარებაშიდიპლომატიურ ქმედებებს ანიჭებს.
„ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინაში სამხედრო ექსკურსიას. არსებობს უკეთესი ხერხებიც", - განაცხადა ობამამ.
მისივე თქმით, თავად უკრაინელები აცხადებენ, რომ ჩვენი სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან მიზანშეუწონელია და უკრაინას არაფერს კარგს არ მოუტანს.