უკრაინის უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ.
საბჭოს მდივნის ანდრი პარუბის განცხადებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან.
მისი თქმით, საგარეო უწყებას მიეცა დავალება, უახლოეს საათებში უზრუნველყოს საზღვრის გადაკვეთა უცხოური პასპორტებით, ხოლო სავიზო რეჟიმის ასამოქმედებლად შეიმუშოს სიტემა უმოკლეს ვადაში.