ყირიმში რუსული პასპორტების გაცემა დაიწყო - ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს, რისეთის ფედერალური მიგრაციული სამსახურის ხელმძღვანელის კონსტანტინე რომოდანოვსკის ინფორმაციით, დღეს ყირიმში რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო.
„ეს სამუსაო უკვე დაწყებულია. დღეს დაიწყო პასპორტების გაცემა",_ აცხადებს რომოდანოვსკი.
მისივე თქმით, გუშინ საერთაშორისო შეთანხმებას მოეწერა ხელი და რა თქმა უნდა, ყველა ყირიმელი, რომელიც ფედერალურ მიგრაციულ სამსახურს მიმართავს პასპორტს მიიღებს, ვინადინა ისინი, გუშინდელი დღიდან ისედაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებად ითვლებიან.
მასალის გამოყენების პირობები