პასუხისმგებლობა სიმფეროპოლში ცეცხლის გახსნაზე და ორი ადამიანის დაღუპვაზე მთლიანად რუსულ მხარეს ეკისრება. განცხადება ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯნოფერ ფსაკიმ გააკეთა.
„შეწყვიტეთ სროლა სიმფეროპოლში. ცხადია, რომ პირველმა ცეცხლი რუსულმა მხარემ გახსნა და ახლა მან თავშეკავება უნდა გამოიჩინოს",_ დაწერა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „ტვიტერში" თავის ბლოგში.