უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ აპირებს, მაგრამ რუსეთის ფედერაციის ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება. განცხადება ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ევგენი პერებიინისმა გააკეთა.
მისივე თქმით, აგრესიას ორმხრივი ურთიერთობებისათვის სერიოზული შედეგები ექნება.
„რაც შეეხება ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, რა თქმა უნდა, მოქმედებები რომლებსაც ახლა რუსეთი ახორციელებს უპასუხოდ არ დარჩება. ყველაფერს რაც ახლა ხდება ორმხრივი ურთიერთობებისათვის სერიოზული შედეგები ექნება. თუ რა იქნება ეს კონკრეტულად ახლა ეს საკითხი უმაღლეს დონეზე წყდება და ვფიქრობ უახლოეს მომავალში გადაყვეტილება მიღებული იქნება",_ განახადა პერებიინისმა.