ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა ლიდერის დოკუ უმაროვის ადგილი ალი აბუ მუჰამმადმა დაიკავა. მან თავი ორგანიზაცია „იმარა კავკაზის" მეთაურად გამოაცხადა. გუშინ ჩეჩენ მებრძოლთა ინტერნეტ -რესურსმა „კავკაზ ცენტრმა" ლიდერი დოკუ უმაროვი გარდაცვლილა გამოაცხადა.
ალი აბუ მუჰამმადი რუსეთის მიერ შედგენილ მოქმედ ტერორისტთა და ექსტრემისტთა ნუსხაშია შეტანილი. მისი ნამდვილი სახელი ალიასხაბ კებეკოვია. თავის მიმართვაში მან 49 წლის დოკუ უმაროვის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა და უმაროვის ახლობლებს მიუსამძიმრა.
ცნობილია, რომ ალი აბუ მუჰამმადი 42 წლისაა. ის დაღესტანშია დაბადებული და ეროვნებით ავარიელია.
ალი აბუ მუჰამმადის თქმით, გარდაცვალების წინ უმაროვმა ექვსი ადამიანისაგან შემდგარი საბჭო შეკრიბა, რომელთა შორისაც ოთხი ვილაიათების ლიდერი იყო, ერთი ყადი და ერთიც ფრონტის ამირი. გავრცელებულ ინფორმაციით, ალი აბუ მუჰამმადს სწორედ ყადის თანამდებობა ეკავა. სწორედ ამ ექვს ადამიანს უნდა აერჩიათ ფრონტის ახალი ლიდერი.
„მე არ ვიყავი მზად და რც მიფიქრია ჩემს თავზე ასეთი პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ მას შემდეგ რაც ძმებმა კიდევ ერთხელ გულწყფელად მთხოვეს ამ პასუხისმგებლობის ჩემს თავზე აღება მე მათ უბრალოდ უარს ვერ ვეტყოდი",- აცხადებს ალი აბუ მუჰამმადი.
აღსანიშნავია, რომ ჩეცნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა დოკუ უმაროვი გარდაცვლილად ჯერ კიდევ იანვარში გამოაცხადა. მან განაცხადა, რომ ეს მისთის ბოევიკების საუბრებიდან გახდა ცნობილი, რომლებიც მათ ხელში ჩაუვარდათ.
ახალმა ლიდერმა თავის მიმართვაში არ დააზუსტა თუ კონკრეტულად როდის გარდაიცვალა დოკუ უმაროვი, თუმცა აღნიშნა, რომ მანამ ვიდერ ორგამიზაციის ახალი ლიდერის შესახებ საკითხი წყდებოდა ინფორმაციამ გაჟონა.
ალი აბუ მუჰამმადმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად წარმოებს შიდაგამოძიება და პირობა დადო, რომ აცილებლად დაისჯებიან ისინი ვინც გულგრილობა გამოიჩინა და სიფრთხილი უგულვებელყო.