უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იანცენიუკმა პირველ ვიცე-პრემიერ-მინისტრს ვიტალი იარემასა და თავდაცვის მინისტრს იგორ ტენიუხს კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით ყირიმში ვასვლა დაავალა.
განცხადება ამის შესახებ დღეს კიევში გამართულ ბრიფნგზე უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრმა ოსტაპ სემერეკმა გააკეთა.
„არსენი იაცენიუკმა უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერ-მინისტრს ვიტალი იარემას და თავდაცვის მინისტრს იგორ ტენიუხს ყირიმში ჩასვლა და კონფლიქტის დეესკალაცია დაავალა",_ განაცხადა სემერაკმა.
მისივე ინფორმაციით, იარემამ და ტენიუხმა მთავრობის სხდომა დატოვეს და აეროპორტში წავიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები