რუსეთის დუმის სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყირიმის რუსეთის ფედერაციის შესვლის პროცედურა მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება.
„ეჭვგარეშეა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს კი საშუალებას მისცემს პრეზიდენტს საკანონმდებლო აქტები დუმაში შეიტანოს. ველით, რომ ეს ყველაფერი დღეს იქნება და ჩვენ მზად ვართ, ყველაზე უმოკლეს ვადაში, საერთაშორისო ნორმების მიხედვით ეს კანონები მივიღოთ. ჩვენ ამას მიმდინარე კვირის ბოლომდე გავაკეთებთ",_ განაცხადა ნარიშკინმა.