ისლანდიის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა ვულკანმა გეკლა-მ შესაძლოა წუთი-წუთზე გაიღვიძოს. აღნიშნულის შესახებ საკუთარ ინტერვიუში ისლანდიის გეოფიზიკის უნივერსიტეტის პროფესორმა პოლ ეინარსონმა ისაუბრა.
მეცნიერის მტკიცებით, ირგვლივ მაგნიტური კერა ფაქტობრივად სავსეა, რაზეც ვულკანური ჭვარტლიც მეტყველებს და ამიტომ მეცნიერი ასკვნის, რომ ვულკანი შესაძლოა ნებისმიერ დროს ამოუფრქვეს.
პროფესორი ასკვნის, რომ ამ შემთხვევაში ლავის მოცულობა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე
1991-2000 წლების ამოფრქვევისას. მიუხედავად მუდმივი მონიტორინგისა, მეცნიერებს არ შეუძლიათ იმის დადგენა, თუ რამდენად ძლიერი იქნება ამოფრქვევა.
გამწვავებული გეოლოგიური პროცესების ფონზე ეინარსონი ტურისტებს ვულკანის მახლობლად ჩასვლის თავშეკავებისკენ მოუწოდებს. რადგანაც წინა ამოფრქვევისას ვულკანი მიწისძვრიდან 79 წუთში ამოიფრქვა.
„გეკლა" ზღვის დონიდან 1491 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ის რეიკიავიკიდან 115 კილომეტრითაა დაშორებული.