დღეს, 19 მარტს 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნული ბიბლიოთეკა კომპანია " სარაჯიშვილთან" მემორანდუმს გააფორმებს.
მემორანდუმის ფარგლებში კომპანია "სარაჯიშვილი" ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული ნაბეჭდი ერთეულის საარქივო ფონდის განყოფილების ფართს გაარემონტებს, სადაც შეიქმნება "დავით სარაჯიშვილის დარბაზი".
თავის დროზე დავით სარაჯიშვილმა თავისი ანდერძის თანახმად ყველაზე დიდი თანხა სწორედ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გამოუყო. კომპანია "სარაჯიშვილი" სწორედ ამ საზოგადოების სახელობის დარბაზის ფართს გაარემონტებს.