რუსულ-უკრაინული კონფლიქტი პოლიტიკური სტადიიდან სამხედრო სტადიაში რუსული მხარის ბრალეულობით გადავიდა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროში გააკეთა.
„რუსი სამხედროების ბრალეულობით, კონფლიქტი პოლიტიკრი სტადიიდან სამხედრო სტადიაში გადადის",_ განაცხადა იაცენიუკმა.
მან ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრს დაავალა დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს აშშ, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს, ვინაიდან ეს ქვეყნები არიან უკრაინის ხელშეუხებლობის გარანტი ბუდაპეშტის მემორანდუმით.