უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ყირიმში რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს. განცხადება ამის შესახებ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, სელექტორულ თათბირზე უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა კონტრ-ადმირალმა სერგეი გაიდუკმა გააკეთა.
„ბოლო დროს სამხედრო ნაწილების როგორც ცეცხლსასროლი ისე ტრავმატული იარაღის გამოყენებით ხელში ჩაგდების ფაქტები გახშირდა. სიმფეროპოლში დაჭრილია უკრაინელი ოფიცერი. ის ორი ტყვიით დაჭრილია ფეხში. მას სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს",_ განაცხადა გაიდუკმა.