აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „დიდი შვიდეულის" ქვეყნებს 24 მარტს შეკრება და უკრაინასთან მიმართებაში მომავალში გადასადგმელი ნაბიჯების განხილვა შესთავაზა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს.
ბარაკ ობამას პრესმდივნის კეიტლინ ჰაიდენის ინფორმაციით, თეთრი სახლი ბირთვული უსაფრთხოების სამიტის კულუარებში, რომელიც 24 მარტს ჰააგაში გაიმართება დიდ შვიდეულთან უკრაინასთან დაკავშირებული ნაბიჯების განხილვას აპირებს.