ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დიდი ბრიტანეთი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას წყვეტს. განცხადება ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მინისტრი ასევე აცხადებს, რომ დაგეგმილი სამხედრო-საზღვაო წვრთნები ფრანგი, ბრიტანელი, ამერიკელი და რუსი სამხედრობიე მონაწილეობით გაუქმებულია.
ჰეიგის თქმით, ლონდონი ევროკავშირში რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს.