უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყირიმის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შეთანხმებაზე ხელის მოწერას არაფერი საერთო არა აქვს დემოკრატიასთან, სამართალთან და საღ აზრთან.
განცხადება ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საგარეო უწყების საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ევგენი პერებიინისმა გააკეთა.
„იმას რაც დღეს მოსკოვში მოხდა არაფერი საერთო არა აქვს დემოკრატიასთან, სამართალთან და საღ აზრთან.
უკრაინა არასოდეს აღიარებს ყირიმის მიერთებას რუსეთთან. უკრაინა მიმართავს ყველა საერთაშორისო ზომას „სტატუს-კვოს" აღსადგენად",_ განაცხადა საგარეო უწყებს წარმომადგენელმა.
მასალის გამოყენების პირობები