პარტია „უდარი" უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს. განცხადებას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მტრული მოქმედებებიდან გამომდინარე, გამოვდივართ მოწოდებით დაუყოვნებლივ გაწყდეს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ყირიმის ე.წ. რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და უკვე გასცა განკარგულება მიღებულ იქნეს კანონი ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ",_ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ეს ქმედებები არის აგრესია მიმართული უკრაინლი სახელმწიფოს წინააღმდეგ მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფისათვის.
მასალის გამოყენების პირობები