რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ყირიმის ტერიტორიაზე არ შესულან და ოქ მათ რაოდენობაზე დასაშვები ნორმისათვის 21 ათასი სამხედროსათვის არ გადაუჭარბებია. ეს განცხადება პუტინმა ფედერალური საკრებულოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„დიახ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პარლამენტის ზედა პალატიდან მიიღო უფლება გამოეყენებინა შეიარაღებული ძალები უკრაინაში, მაგრამ მას ამ უფლებით არ უსარგებლია.
შეიარაღებული ძალები ყირიმში არ შესულან, ისინი იქ უკვე იმყოფებოდნენ საერთაშორისო შეთანხმებით. ჩვენ უბრალოდ, ჩვენი შეიარაღებული დაჯგუფება გავაძლიერეთ. ის გათვალისწინებულია 25 ათას ადამიანზე. უბრალოდ, ამის აუცილებლობა არ იყო",_ განაცხადა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები