უკრაინასთან დაკავშირებულ სიტუაციაში დასავლეთი ყველა დასაშვებ ზღვარს გადავიდა. განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური საკრებულოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
„ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და უკრაისთან დაკავშირებულ შემთხვევაში ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ზღვარს გადააჭარბეს. ისინი იქცეოდნენ უხეშად, უპასუხისმგებლოდ და არაპროფესიონალურად დასავლელ პარტნიორებს მშვენივრად ესმოდათ, რომ უკრაინასა და ყირიმში მილიონოვით რუსები ცხოვრობდდნენ.
რამდენად უნდა დაკარგო პოლიტიკური ალღო და ზომიერების გრძნობა, რომ ვერ გათვალო ყველა ქმედების შედეგი. რუსეთი აღმოჩნდა ზღვარზე საიდანაც უკან უკვე ვეღარ დაიხევდა",_ განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, თუ ზამბარას დიდი ხანს მოუჭერ ხელს ის ოდესმე გაიხსნება - ამის შესახებ ყოველთვის უნდა გახსოვდეს.