25 მარტს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი წარმოადგენს ვაჟა აზარაშვილის კამერული მუსიკის კონცერტს.
კონცერტში მონაწილეობენ: თეიმურაზ გუგუშვილი, გიორგი ხაინდრავა, თამარ ბულია, ირაკლი ჯაფარიძე, გიორგი ჯორჯაძე, თორნიკე გეწაძე, თამარ ლიჩელი, ჰაიკ ბაბაიანი და ნათია აზარაშვილი.
კონცერტზე ყველა ნაწარმოები შესრულდება პირველად. ღონისძიება ტარდება თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით.
დასწრება თავისუფალია.