საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა „დიდი რვიანის" ქვეყნების გადაწყვეტილება გაახმოვანა: ამ ორგანიზაციაში რუსეთის წევრობა შეჩერებულია.
„რაც შეეხება „დიდ რვიანს" - ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შეჩერებულ იქნებს რუსეთის წევრობა ამ ორგანიზაციაში",_ განაცდადა მინისტრმა ფრანგული რაფიოსადგურის ეთერში სიტყვით გამოსვლისას.
მანვე აღნიშნა: „ამ საღამოს მსოფლიოს შვიდი დიდი სახელმწიფო შეიკრიბება - რუსეთის გარეშე". ამასთან ერთად მინისტრმა არ დააკონკრეტა ამ შეხვედრის დეტალები და შეხვედრის ადგილი.
ამავდრიულად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ „მოცემული მომენტისათვის ჯერ ჯერობით ძალაში რჩევა მიპატიჟება რუსეთის პრეზიდენტის მიმართ 6 ივნისს საფრანგეთის მონახულების შესახებ".
აღსანიშნავია, რომ ადრე რუსეთის პრიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ „რუსეთი არ აპირებს ცვლილებების შეტანას საგარეო პოლიტიკაში
"დიდ რვიანში" შევამალი ქვეყნების მკაცრი გამონათქვამებია გამო". მისივე თქმით, რუსეთი ამ ქვეყნებყან თანამშრომლობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. „ჩვენ ამას მხოლოდ სინანულით ვუყურებთ", _ აღნიშნა პესკოვმა.