გოგა ხაჩიძის გარემოს დაცვის მინისტრობის პერიოდში, პროკურატურაში მის საქმიანობასთან დაკავშირებით უამრავი საჩივარი შევიდა, რასაც იმ პერიოდში ყოველივეს რეაგირება არ მოჰყოლია. ,, უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მოუწოდებს პროკურატურას გადახედოს ამ საჩივრებს და დაიწყოს ექს მინისტრის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა.
ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით: ,, გარემოს დაცვის სამინისტროში უამრავი მაღალჩინოსანი თუ დაბალი რანგის მოხელე იქნა დაჭერილი ქრთამის აღებასთან დაკავშირებით . განსაკუთრებით დაპატიმრებები ტყეებში ხეების მასობრივ ჭრას უკავშირდება, რომელშიც ჩართული იყვნენ სატყეო დეპარტანენტის მაშინდელი თანამდებობის და დაბალი რანგის პირები. არსებობდა ეჭვი, რომ შესაძლებელი იყო ამ კორუფციულ სქემებში გარემოს დაცვის მინისტრიც ყოფილიყო ჩართული მაშინაც არსებობდა. თუმცაღა საუბრობდნენ იმაზეც, რომ ხაჩიძეს ზემოდან მფარველობდნენ. ის გახლდათ ერთ ერთი მინისტრი, რომელმაც ყველაზე დიდხანს გაძლო სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს თავის პოზიციაზე. სწორედ ხაჩიძის მინისტრობას უკავშირდება სარეკრეაციო ზოლების შემცირება, ეროვნული პარკების ნაწილისთვის სტატუსის მოხსნა, იშვიათ სახეობებზე ნადირობის დაკანონება, საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, დაინტერესებული საზოგადოებისათვის თანამონაწილეობის შეზღუდვა, საწარმოების მხრიდან გარემოს დაბინძურება და ამაზე თვალის დახუჭვა. ასევე ბურუსითაა მოცული საერთაშორისო კონფერენციების და სხვა სახის ღონისძიებებზე გაწეული ხარჯები. განსაკუთრებით თვალშისაცემია კონფერენცია თბილისი + 35, როცა სამინისტრომ მთელი თავისი ბიუჯეტის 20 პროცენტი ანუ მილიონ ნახევარ ლარზე მეტი აღნიშნულ კონფერეციისთვის დახარჯა.
ხაჩიძის სამსახურეობრივი გულგრილობისა და დანაშაულებრივი უმოქმდების შედეგად არ გატარდა ტყეებში ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რის გამოც ხანძრების შედეგად ათეულ ათასობით ჰექტარი ტყის მასივი იქნა განადგურებული და როცა ვაშლოვანის ნაკრძალში უნიკალური ჯიშის ხეები იწვოდა მინისტრი ხაჩიძე ამ დროს სალომე ქათამაძესთან ერთად ქუთაისში დოლზე დაკვრით ართობდა პუბლიკას, მსგავსი მარგალიტები ხშირია მის მოღვაწეობაში სამწუხაროს ის დღესაც ვერ გამოვიდა თინეიჯერულ ასაკიდან და საზოგადოებას თავს მსგავსი მაგალითებით უფრო ამახსოვრებს თავს.
ვფიქრობთ როლანდ ახალაიას მსგავსად ხაჩიძის პასუხიმგებლობის საკითხიც უნდა იქნას დასმული და პარლამენტის დეპუტატობა გამოძიებისთვის არ უნდა იქნეს დაბრკოლება გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად.''