საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი უკრინასთან დაკავშირებით თავის პოზიციას არ გადახედავს, პარიზმა „მისტრალის" ტიპის ავიამზიდების მიწოდებაზე შესაძლოა უარი თქვას. მისივე თქმით, საფრანგეთმა საფრანგეთმა შესაძლოა ეს კონტრაქტი გაწყვიტოს.
„თუ პუტინი გააგრძელებს იმის კეთებას რასაც ის ახლა აკეთებს, ჩვენ შესაძლოა ამ მიწოდებების გაუქმებაზე წავიდეთ. თუმცა ჩვენ მოვუწოდებთ სხვასაც, პირველ რიგში კი ბრიტანელებს ანალოგიურად მოიქცნენ რუსი ოლიგარქების აქტოვებთან დაკავშირებით ლონდონში. სანქციები ყველას უნდა შეეხოს", - აცხადებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი და იქვე აღნიშნავს, რომ ამ კონტრაქტებზე უარის თქმა საფრანგეთის მხარეზეც ნეგატიურად აისახება.