მიმართვა თხოვნით, გადაიხედოს რუსეთის კანონმდებლობა, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დნესტრისპირეთის შესვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რუსეთის დუმის თავმჯდომარის სერგეი ნარიშკინის სახელზე უკვე გაგზავნილია. მიმართვა დნესტრიპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ ბურლამ გააგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ „ვედომოსტი" ავრცელებს.
„ვედომოსტი" აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას აღნიშნავს, რომ მიმართვის ასლი გამოცემის რედაქციაშია.
აღსანიშნავია, რომ დნესტრისპირეთში 2006 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე რუსეთთან მიერთების შესახებ ამ გადწყვეტილებას ხმა ამომრჩეველთა 97, 2 % მისცა. ამას გარდა, პირველი მოსმენით უკვე მიღებულია საკონსტიტუციო კანონი, რომელიც რუსულ კანონმდებლობას, დნესტრიპირეთის კანპონმდებლობოის ნაწილას აღიარებს. იქ სახელმწიფო ენად რუსული ენაა გამოცხადებული. დნესტრიპირეთში 200 000 ზე მეტი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს.
„დნესტრიპირეთის ისედაც რთული მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს იმ შემთხვევაში თუ მოლდოვა ევროკავშორთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ, შემზღუდავ ეკონომიკურ ზომებს მიმართავს",_ ნათქვამია მიმართვაში.