რუსეთის დუმა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ განცხადების მიღებას გეგმავს. რუსული მედიის ინფორმაციით, დუმა აპირებს შესთავაზოს დასავლეთს ყველა რუსი პარლამენტარი „შავ სიაში" შეიყვანოს.
„ჩვენ არ ვვაჭრბთ პრინციპებით და არავითარი სანქციების არ გვეშინია", _ ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში, რომელზეც რუსული მედიის ინფორმაციით, ამჟამად ხელმოწერები გროვდება.
ამ დოკუმენტის ავტორობას ოთხი ფრაქციის ხელმძღვანელი ადასტურებს.
უპირველეს ყოვლისა, დადგენილების პროექტში რუსი დეპუტატები თავიანთი კოლეგის ოჯახის, ქალის და ბავშვის საკითხებში დუმის კომიტეტის თავმჯდომარის ელენა მიზულინას დასაცავად დადგნენ. მიზულინა უკვე მოხვდა სანქციების ქვეშ.
დუმის დეპუტატები შეახსენებენ აშშ-ს პრეზიდენტსა და ევროკავშირის ჩინვნიკებს, რომ გადაწყვეტილებას ყირიმის შესახებ ხმა 436 -მა დეპუტატმა მისცა - ყველა ფრაქციის წარმომადგენელმა. ამას გარდა ის ერთხმად მოიწონა ფედერაციის საბჭომ და 80 % ზე მეტი რუსეთის მოქალაქის მხარდაჭეტრაც აქვს.
„ეს ჩვენი საერთო პოზიციაა, ამიტომაც ვთავაზობს ბატონ ობამას და ბატონ ევროჩინოვნიკებს სანქციების ქვეშ მოაქციოს სახელმწიფო დუმის ყველა დეპუტატი",_ ნათქვამია დადგენილების პროექტში.
მასალის გამოყენების პირობები