რუსეთის ფედერაციის საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა იქნება განხილული პარასკევს გაიმართება, ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია პარლამენტის ზედა პალატაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში უკვე შეტანილია საკითხი „მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში რუსეთის ფედერაცისი შემადგენლობაში ყირიმი რესპუბლიკის შესვლის შესახებ".
ინფორმაცია ამის შესახებ, საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის წევრმა სენატორმა ანატოლი ლისკოვმა დაადასტურა.
„მგონია, რომ ყველა პროცედურა, რომელიც ყირიმის რუსეთის ფედერაციაში შესვლას ითვალისწინებს ალბათ პარასკევს დასრულდება კიდეც",_ აცხადებს ლისკოვი.