სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების საქმეში ბრალდებულების განაჩენი დღეს გახდება ცნობილი. მოსამართლე გიორგი დარახველიძეს სარეზოლუციო ნაწილი 10:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა, თუმცა სასამართლო სხდომა 13:00 საათამდე გადაიდო.
შეგახსენებტ, რომ სამალავების საქმეზე ბრალდებული სულ 13 პირი იყო, მათგან ორმა გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. 11 ბრალდებული კი დღევანდელ განაჩენს ელოდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები შსს-მ გასული წლის ივნისში დააკავა.
მათ გამოძიება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, სექსუალურ ძალადობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.
ბრალდებულთაგან ორი - მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა ამ დრომდე იძებნებიან, 9 პირს კი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
შსს-მ სამეგრელოში დიდი ოდენობით აღურიცხავი იარაღი, ნარკოტიკული ნივთიერებები და ფარული ჩანაწერები გასული წლის გაზაფხულზე აღმოაჩინა.