იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფუმიო კისიდას განცხადებით, იაპონია რუსეთთან წყვეტს მოლაპარაკებებს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ.
მისივე განცხადებით, შეწყვეტილია მოლაპარაკებები საინვესტიციო თანამშრომლობის, მშვიდობიანი კოსმისისა და საშიში სამხედრო მოქმედებების აღკვეთის ხელშეკრულებების გასაფორმებლად.
იაპონია დაჟინებით მოითხოვს, რომ რუსეთმა პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
სხვა კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ტოკიო მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას.
მასალის გამოყენების პირობები