ნატო რუსეთთან ურთიერთიობების გადაფასებას ახდენს. ამის შესახებ ალიანისის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
„ჩვენ ახლა რუსეთთან ურთიერთიობის გადაფასებას ვახდენთ. უკვე გადავწყვიტეთ, რომ პრაქტიკულად შეჩერებული გვაქვს თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან. 1-2 აპრილს, როდესაც შეიკრიბებიან ალიანის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ისინი დამატებით გადახედავან ჩვენს კავშირებს რუსეთთან", - განაცხადა რასმუსენმა.
რასმუსენმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს სირიის ქიმიური იარაღის განადგურების პროცესშიც, რაც ერთ ერთი მაგალითია მასთან ურთიერთობებების შეჩერების.