რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში თურქეთი მას ბოსფორის სრუტეს ჩაუკეტავს. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
ერდოღანი ერთმნიშვნელოვნად მიუღებლად მიიჩნევს, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციას და ამავე დროს აფრთხილებს რუსეთის ლიდერს, რომ თუ ყირიმელი თათრების მიმართ ე.წ. თვითგამოცხადებული ხელისუფლება გაატარებს რაიმე სახის რეპრესიებს, რუსეთს შავი ზღვიდან გასასვლელი ჩაეკეტება.