ევროპელი პოლიტიკოსები უნდა მოემზადონ რუსეთზე ახალი ზეწოლის გამოსაყენებლად, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
მერკელმა მოუწოდა საკუთარი პარტიის წევრებს რუსეთთან მიმართებაში მკაცრი პოზიციის დასაკავებლად.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრობლემის დიპლომატიურად გადაჭრის სურვილის მიუხედავად, უნდა იყოს მაქსიმალური მზადყოფნა ეკონომიკური სანქციების განსახორციელებლად.