რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „ყირიმის რესპუბლიკის აღიარების შესახებ", რომლის მიხედვითაც ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა აღიარებულია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
შესაბამის ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„2014 წლის 16 მარტის საერთო სახალხო რეფერენდუმზე, ყირიმის ხალხების ნების გამოხატვის გათვალისწინებით, აღიარებულ იქნას ყირიმის რესპუბლიკა, რომელშიც ქალაქ სევოსტოპოლს აქვს განსაკუთრებული სტატუსი, სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ბრძანებულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან", - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცემულ აქტში.