საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვსა და უნგრელ საერთაშორისო დიდოსტატს, მსოფლიოს N1 მოჭადრაკე ქალს პოლგარ იუდიტს შეხვდა.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე დაესწრნენ.
მხარეებმა საქართველოში ჭადრაკის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა ქართულ საჭადრაკო სკოლაში მიღწეული წარმატებების შენარჩუნების, ჭადრაკის შემდგომში განვითარებისა და ამ სფეროში არსებული ტრადიციების მხარდაჭერის აუცილებლობა.
მასალის გამოყენების პირობები