უკრაინის უმაღლესმა რადამ ყირიმის უმაღლესი საბჭოს ვადამდელი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ამ გადაწყვტილებას რადაში დარეგისტრირებული 296 დეპუტატიდან 278 -მა მისცა ხმა.
უკრაინის კომუნისტური პარტიის არც ერთ წარმომადგენელს ამ გადაწყვტილებისათვის ხმა არ მიუცია.
დადგენილება ძალაში მიღებისთანავე შედის.