ყირიმის ხელისუფლება „აფხაზური ვარიანტით" დამოუკიდებლობის გამოცხადების იდეას არ განიხილავს, ყირიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევა. განცხადება ამის შესახებ ყირიმის ე.წ. პრემიერმა სერგეი აკსენოვმა გააკეთა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, ყირიმის რუსეთთან მიერთებას ერთი წელიწადი დასჭირდება.
„მიმაჩნია, რომ გარდამავალი პერიოდი ერთ წლამდე იქნება, როდესაც ჩვენ უკვე სრულფასონად შევძლებთ ყველა იმ პროცესითა და შეღავათებით სარგებლობას რაც რუსეთის ფედერაციაშია",_ განაცხადა აქსენოვმა სიმფეროპოლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით: „ჩვენ „აფხაზური ვარიანტით" დამოუკიდებლობა არ გვექნება. ჩვენ მიგვაჩნია და მე პირადად მიმაჩნია, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს",_ განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები