უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონეცკში გამართული მიტინგების შემდეგ მომხდარი ჩხუბის ორგანიზატორები და წამომწყებნი დაკავებული არიან. ამ მიტინგებს მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.
„ღამითვე გამოვლენილნი და დაკავებულნი არიან დონეცკში მომხდარი ჩხუბის ორგანიზატორები და წამომწყებნი. ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ღამიდან დაწყებული გამოძიების მონაცემებით, ეს დაკავებები მხოლოდ დასაწყისია. ლიბერალური მიდგომა დანიშ შეიარაღებული ბანდიტების მიმართ, ჩვენის მხრიდან გამოვლენილი არ იქნება",_ დაწერა მინისტრმა.