რუსეთის დუმის დაახლოებით 30-მე დეპუტატი უკვე გაემგზავრნენ ან უკვე ყირიმში იმყოფებიან. განცხადება ამის შესახებ ფრაქცია „ედიანაია როსიას" წარმომადგენელმა ნიკოლაი ვალუევმა დღეს სიმფეროპოლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„სულ მცირე 28 დეპუტატი უკვე იქაა ან მიემგზავრება ყირიმში. თითეულ მათგანს მუშაობის თავისი არეალი აქვს, თუმცა მათი გარკვეული ნაწილი იქნება იმ დამკვირვებელთა შორის, რომლებიც რეფერენდუმს დააკვირდებიან", _ განაცხადა ვალუევმა.
მისივე თქმით, ყირიმში ასევე მუსაობ მრავალი რუსი ჟურნალისტი.
მასალის გამოყენების პირობები