რესპოდენტის შესახებ
- ბ-ნო ნიკოლოზ, ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინაში განვითარებული მოვლენების პარალელურად საქართველოში არსებულმა გულარხეინმა ვთარებამ და გაურკვეველმა მოლოდინებმა - ვინ დამარცხდება - ვინ გაიმარჯვებს, კიდევ ერთხელ დამაფიქრა, თუ რაოდენ ზერელედ ვუყურებთ სახელმწიფოს ბედს და იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც ვდგავართ და რატომაღაც ვერ ვგრძნობთ. რა განაპირობებს საზოგადოების ასეთ ზერელე დამოკიდებულებას მოსალოდნელი საფრთხეების მიმართ, იქნებ ის ჯგუფი ამეტებს და აბუქებს ვითარებას, რომელიც ამბობს საფერთხები რეალურიაო?
- ვიღაცა გრძნობს, ვიღაცა ვერა. აქ მთავარი ისაა, თუ რა ადამიანები რა თემებია უფრო აქტიური ტრადიციულად ჩვენს მედია-სივრცეში. ერთიც არის - ადამიანები ყველაფერს ეჩვევიან, მათ შორის, მუდმივი საფრთხის პირობებში ცხოვრებას. ასეთ პირობებში კი ჩვენ ჩრდილოელი მეზობელის წყალობით უკვე მრავალი წელია ვცხოვრობთ. უბრალო ადამიანებს ვერ აიძულებ წლების მანძილზე დავიწყებული ჰქონდეთ თავიანთი ყოველდღიურობა და მუდმივი საფრთხის მოლოდინში ცხოვრობდენ. ეს ასე რომ არ იყოს, თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, ქართველებს საუკუნეების მანძილზე საერთოდ არ უნდა გვეცხოვრა ნორმალური ადამიანების ცხოვრებით. მთავარი ისაა, რომ სახელმწიფო მოხელეებს და სახელმწიფო სტრუქტურებს ჰქონდეთ რეალობის ადექვატური ხედვა, იყვნენ გამოწვევების მიმართ მზადყოფნაში და ყველაფერს აკეთებდენ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
-კონკრეტული მაგალითხების ანალიზი თუ გვაძკლევს იმის შესაძლებლობას ვთქვათ, რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში გააქტურებულები არიან?
-რა თქმა უნდა გვაძლევს. აბა თქვენ რა გგონიათ, ევროპულ ფასეულობებზე შემოტევა, დასავლურ რეალიებზე დამახინჯებული წარმოდგენების შექმნა და შემდეგ ამ დამახინჯებული, არარსებული რეალიების ლანძღვა ბაზრის მოვაჭრეების ორგანიზებულია?
-როგორ ფიქრობთ აქვს დღეს ჩვენს ქვეყანას ის რესურსი და გნებავთ პოლიტიკური ნება, რომ სათანადო გაუმკლავდეს ჩანერგილ საფრთხეებს?
-ვფიქრობ, რომ აქვს. ოღონდ ამ ძალისხმევას სწორი და დაუზარელი ორგანიზება სჭირდება.
-ზოგირეთ ჩვენს თანამოქალაქეს სასაცილოდ არ ყოფნით იმაზე საუბარი, რომ რუსეთი საქართველოში „ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ" ექსპანსიას აწარმოებს. ჯერ კიდევ 1957 წელს აშშ-ში ბრიგადის გენერლის ვაშინგტონ პლეტის მიერ გამოცემულ წიგნში " სტრატეგული დაზვერვის საინფორმაციო სამუშაო" საუბარია დაზვერვის იმ მიმართულებაზე, რომელსაც საინფორმაციოს უწოდებენ. ამ ვითარებაში რამდენად არის მზად, გნებავთ იდეოლოგიურ დონეზე, ჩვენი საზოგადოება სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ქმედებებისთვის? არ ვგულისხმობ იმას, რომ ყოველ მეორე ადამიანში დივერსანტი თუ რეზიდენტი ვეძებოთ.
-შპიონომანია საზოგადოებაში არ უნდა დავნერგოთ, მაგრამ ის ადამიანები, ვინც მტრის დაკვეთას ასრულებენ, ოკუპანტს ღიად ხოტბას ასახამენ და თანამშრომლობენ მასთან, საზოგადოების შესაბამის დამოკიდებულებას იმსახურებენ. ასეთი ადამიანები თავს ჩვენს საზოგადოებაში კომფორტულად არ უნდა გრძნობდენ. ეს დაუშვებელია პოლიტიკურად, რადგან ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეს ძლიერ ზრდის და მიუღებელია მორალურად, თუნდაც ახლო წარსულში სამშობლოსთვის ბრძოლის ველზე დაცემული ადამიანების ხსოვნის წინაშე.
-ერთი მეტად საინტერესო საკითხი, რომელიც კვანძის განხსნისთვის გამოგვადგება. ოლიმპიადის წინ საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ სოჭში არანაირი პროვოკაციები მოსალოდნელი არ იყო. თუმცა ჩვენ ვნახეთ არაღიარებული პრეზიდენტები სამთავრობო ლოჟაში, აფხაზეთის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარებული არაერთი ღონისძიება, ღუბლებით გადაფარული საქართველოს ტერიტორიები. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაგვამშვიდა, რომ ამისთვის ყურადღება არ მიგვექცია. ასეთივე ილუზიებში ხომ არ არის დღეს ხელისუფლებაც და საზოგადოებაც როდესაც საფრთხეებს რეალურად არ აღიქვამს, თუ მას აქვს ინფორმაციის დეფიციტი და არ ხდებება სწორი ანალიზი?
მე არ ვიცი თუ რა ხდება დღეს ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურების სამზარეულოში და, ამდენად, ვერ გეტყვით თუ არსებული საფრთხეების რამდენად ადექვატური აღქმა აქვს დღეს ხელისუფლებას, თუმცა, ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ვისურვებდი, რომ ჩვენი უსაფრთხოების სტრუქტურები თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე იდგენ, ვიდრე ეს დღეს არის. სამწუხაროდ, უკვე წლებია, მათი ძალისხმევა და ყურადღება უფრო საკუთარი საზოგადოების კონტროლზეა მიმართული, ვიდრე გარეშე საფრთხეების განეიტრალებაზე. სავალალოა, რამდენადაც ვიცი, ამ სტრუქტურებში საკადრო სიტუაციაც. დიდი სურვილი მაქვს, რომ საქართველოში რამოდენიმე წლით მაინც მოვიდეს ტექნოკრატიული, ნამდვილი პროფესიონალებისაგან შემდგარი მთავრობა, რომელიც მოახდენს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების სრულ და ნამდვილ დეპოლიტიზაციას, მათი პროფესიონალიზმის ამაღლებას და გარანტირებულად, სრულად და სამუდამოდ გადაამისამართებს მათი ძალისხმევის ფოკუსს მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების სამსახურიდან საახელმწიფოს ინტერესების სამსახურზე.
-მეტად საინტერესო საკითხია საინფორმაციო პოლიტიკა. ქართული მედია რამდენად ადეკვატურია დღევანდელ ვითარებაში რუსული ფაქტორის ანალიზის დროს? ცხადია, რომ ამჟამად, ისევე როგორც წინა წლებში არ არსებობს რაიმე სახის სახელმწიფოებრივი საინფრომაციო სტრატეგია და ყველაფერი დინებაზეა მიშვებული.
-ჩვენში უკვე ტრადიციად იქცა ჩვენი მედიის დონის კრიტიკა, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების საერთო დონიდან გამომდინარეობს და ბევრად არც აღემატება მას და არც ჩამორჩება. როგრც ყველაფერში, აქაც არსებობს სასიამოვნო გამონაკლისება, მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლისებია. ყველაფერი ხომ ურთიერთკავშირშია. როგორ გინდათ თქვენ, მაგალითად, განათლების საერთო დონის ასეთი დაცემის ფონზე დახვეწილი და ძლიერი მედია გყავდეთ? ის ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებიც ჩვენს მედიასაშუალებებში იწყებენ მუშაობას, ხომ ჩვენივე საგანმანათლებლო სისტემის დაწესებულებებიდან გამოდიან. და ასეა ყველაფერში. ყველაფერი ურიერთკავშირშია. ის რომ სახელმწიფოს გააზრებული და ეფექტური საინფორმაციო სტრატეგია და პოლიტიკა სჭირდება, ეს ხომ პირველ რიგში იმ სახელმწიფო მოხელეებს უნდა ესმოდეთ კარგად, ვისაც ეს ხელეწიფება. ეს ადამიანებიც ჩვენი საზოგადოებიდან გამოდიან, სადაც საერთო დონის მკვეთრი დაცემის დიდი პრობლემა გვაქვს.
თქვენ შეიძლება მკითხოთ თუ რა არის გამოსავალი ამ მოჯადოებული წრიდან. მე გიპასუხებთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენს საზოგადოებაში საკმარისად არის ისეთი ხალხი, ვისაც გააჩნია შესაბამისი ნიჭიც და პროფესინალიზმიც, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოიყვანონ. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ხალხმა შეძლოს კონსოლიდაცია, პოლიტიკურ ძალად ორგანიზება და ხელისუფლებაში მოსვლა. ეს შეიძლება მოხდეს, შერიძლება ვერა. პირველ შემთხვევაში საქართველო გაიმარჯვებს და ნორმალური, წარმატებული განვითარების გზას დაადგება. მეორე შემთხვევაში ჩვენ დავმარცხდებით და ნგრევის და დეგრადაციის ჭაობში ჩავეშვებით და ჩვენს ქვეყანას მტერს ჩავაბარებთ. ალბათობა, ვფიქრობ 30/70 - ზეა. თქვენ ეს შეიძლება პესიმისტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე გეტყვით, რომ 30% არც ისე დაბალი შანსია.
„ჯი-ეიჩ-ენი", გეგა სილაგავა