ყველაზე ინოვაციური კომპანიების TOP -50 რეიტინგში ლიდერი მსოფლიო ბრენდი Dodge ლიდერობს, რომელიც საავტომობილო კომპანია Chrysler -ს მფლობელია. აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლაში Dodge -მ უკან ჩამოიტოვა ისეთი ბრენდები როგორიცაა Twitter, Amazon და Apple.
ინოვაციური კომპანიების რეიტინგში Dodge გასულ წელს მე-11 პოზიციაზე იყო. Dodge -ს წინსვლა კი მის ხშირ და წარმატებულ პოზიციონირებას და იმ ინოვაციებს უკავშირდება, რომელიც მას ბოლო პერიოდში ჰქონდა.
ყველაზე ინოვაციური კომპანიების ТOP-50-ში, აღმოჩნდნენ ასევე ისეთი გიგანტები, როგორიცაა, როგორიცაა Google, Bloomberg, Dropbox, Netflix, Nike და სხვა.
Fast Company -ის მიერ შედგენილ რეიტინგში Dodge -ის დაწინაურება უკავშირდება ასევე მის ახალ სარეკლამო კამპანიას Dodge Durango -ს.
ფილმ „ტელეწამყვანის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, რომელშიც მთავარ როლს ცნობილი კომიკოსი უილა ფერელა თამაშობს Dodge Durango -ს გაყიდვები 50% -ით გაიზარდა.
Fast Company, რომელიც მსოფლიო მედია ბიზნესში საკმაოდ წარმატებული და ერთ-ერთი წამყვანი გამოცემაა ინოვაციური კომპანიების რეიტინგს სისტემატიურად ადგენს.