ყირიმში დაგეგმილი რეფერენდუმი მთელს ევროკავშირს უქმნის საფრთხეს, ვინაიდან მან შესაძლოა ევროპის სხვა რეგიონებში სეპარატიზმის პროვოცირება მოახდინოს. ასეთის ოფიციალური ბრიუსელის პოზიცია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იმისათვის, რომ ეს საფრთხე აიცილოს თავიდან ევროკავშირი მზადაა ეკონომიკური მსხვეროლისათვის, რომელიც შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულმა სანქციებმა განაპირობონ.
თუ მოსკოვი მომავალშიც გააგრძელებს ყირიმში კონფლიქტის პროვოცირებას - ევროკავშირი არა მხოლოდ ანულირებას მოახდენს რუსეთის ზოგი მოქალაქის ვიზებისა და გაყინავს ანგარიშებს, არამედ გაყინავს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს მთელს რუსეთთან.
მასალის გამოყენების პირობები