"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დამოუკიდებელ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სასტუმრო ‘'შერატონ მეტეხი პალასში'' შეხვდა. დღევანდელი შეხვედრა ‘'საზოგადოებრივი ექსპერტის დარბაზის'' ორგანიზებით მოეწყო.
ბურჯანაძემ ექსპერტებს რუსეთში ვიზიტის შედეგები გააცნო და მომავალში დაგეგმილ ვიზიტებზე ესაუბრა.
ბურჯანაძის მზადყოფნას გამოთქვამს შეხვდეს საზოგადოების ყველა ჯგუფს, მიუხედავად მათი განწყობისა, რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით მათ შეკითხვებს უპასუხოს.
ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებს უახლოეს პერიოდში ეწვევა, სადაც დაგეგმილ შეხვედრებზე საქართველოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრებს.