ყირიმში დაგეგმილი რეფერენდუმის შემდეგ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი რადის სპიკერი ვლადიმერ კონსტანტინოვი პირობას დებს, რომ გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ რუსეთს მთელი უკრაინა შეუერთოს. ინფორმაციას ამს შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ამჟამად კონსტანტინოვი რუსეთში იმყოფება და კონსულტაციებს გადის.
„იმედი მაქვს ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ახალი ლიდერი აღზარდოს, ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ უკრაინაში ახალი ბოგდან ხმელნიცკი გაჩნდება, რომელიც გააერთიანებს ჩვენ ორ სახელმწიფოს, რომლებსაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლიათ",_ განაცხადა მან დიმის წევრებთან შეხვედრისას და აღნიშნა:
„ჩვენ, ყირიმელები ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთს შეუერთდე არა მხოლოდ ყირიმი, არამედ მთელი უკრაინა", _ განაცხადა მან.